Saturday, October 14, 2017

დღე 9
ტრენინგის დამამთავრებელ დღეს შევაფასეთ ჩვენ მიერ შექმნილი დოკუმენტები და მოვაწყვეთ პრეზენტაციები. მუშაობა მეტად თბილ და პოზიტიურ გარემოში მიმდინარეობდა.
ზოგადად,მთლიანი კურსი ტრენინგისა  იყო საინტერესო, თავად ტრენერი კი კომპეტენტური.იგი ფასილიტატორის როლს ასრულებდა მთელი ტრენინგის განმავლობაში.
მომავალში კურსის მდიდარ ბიბლიოთეკას აუცილებლად გამოვიყენებ პროექტებით სწავლებისას.

Sunday, October 8, 2017

დღე 8
ვისწავლე  როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში, აგრეთვე, როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. ჩვენ მიერ შექმნილი საქაღალდეები ჩავაშენეთ ბლოგზე.

Saturday, October 7, 2017

დღე 7
გავეცანით და შევაფასეთ  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების ჩვენეული პრეზენტაციები, მივეცით ერთმანეთს კონსტრუქციული უკუკავშირი. აგრეთვე, გავეცანი და გავიგე დიფერენცირებული სწავლების მეთოდიკაში გავრცელებული ოთხი დონე:
  • შინაარსი—გაითვალისწინეთ, რა სჭირდებათ მოსწავლეებს, რომ ისწავლონ, ან როგორ იღებენ საჭირო ინფორმაციას.
  • პროცესი— შესთავაზეთ შინაარსის მიწოდების განსხვავებული გზები.
  • პროდუქტები—შესაძლებლობა მიეცით მოსწავლეებს, ივარჯიშონ, გამოიყენონ მიღებული ცოდნა და განავრცონ ის სხვადასხვა მიმართულებით.
  • სასწავლო გარემო—შექმენით მოქნილი სასწავლო გარემო, მშვიდი და ინტერაქტიული ადგილებით და ასწავლეთ ისეთი წესები, რომლებიც ხელს უწყობს დამოუკიდებლობას.

Sunday, October 1, 2017

დღე 6

ძალზე საინტერესო იყო მოსწავლის ნამუშევრების შეფასების  მდიდარი ბიბლიოთეკის გაცნობა, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში. ბიბლიოთეკაში არსებული რესურსების  გამოყენებით ვისწავლეთ მოსწავლის შეფასების რუბრიკის ადაპტირება ჩვენი საჭიროებისამებრ. შეხვედრა იყო ნაყოფიერი.

Saturday, September 30, 2017

დღე 5

ჩემთვის ძალზე საინტერესო იყო როგორ უნდა გამოვიყენო ტექნოლოგიები, მათ შორის ინტერნეტი, სწავლა-სწავლების ეფექტურად ხელშეწყობის მიზნით. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ინტერნეტ-რესურსების სამართლებრივი საფუძვლების გაცნობა და მათი გამოყენება მოსწავლეებთან და კოლეგებთან ინტერნეტთანამშრომლობის მიზნით. დღევანდელი ტრენინგის შემდეგ ალბათ მეტი ყურადღებით მოვეკიდები რეფლექსიისა და უკუკავშირის დროს გაცემული ინფორმაციის შინაარსს და შევეცდები ადეკვატურად გამოვიყენო იგი  ჩემს პრაქტიკაში. საინტერესო იყო მოსწავლის როლის მორგება და მისი თვალით დანახული პროექტის თემა, აქტივობები და გადაჭრის გზები.

Tuesday, September 12, 2017

დღე 4

დღეს შევუსაბამეთ საგნობრივი სტანდარტი პროექტის გეგმას, დავწერეთ პროექტის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები, პროექტის შესაფასებელი ინსტრუმენტები დასაწყისში, მიმდინარეობისას და დასასრულს. დავწერეთ პროექტის მოკლე მიმოხილვა.

Monday, September 11, 2017

დღე 3

დღეს გავეცანით პროექტისათვის მეტად მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: სასწავლო პროექტის გეგმა, ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმა. გავეცანით ნიმუშებს.

Saturday, September 9, 2017

დღე 2

დღეს განვიხილეთ სასწავლო პროექტის მნიშვნელობა საგაკვეთილო პროცესში, ვისაუბრეთ იდეებზე,რომლებიც შეიძლება გამოვიყენოთ  პროექტისათვის, გავეცანით აგრეთვე როგორ შევქმნათ ბუკლეტი და გაზეთი.