ჩემთვის ძალზე საინტერესო იყო როგორ უნდა გამოვიყენო ტექნოლოგიები, მათ შორის ინტერნეტი, სწავლა-სწავლების ეფექტურად ხელშეწყობის მიზნით. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ინტერნეტ-რესურსების სამართლებრივი საფუძვლების გაცნობა და მათი გამოყენება მოსწავლეებთან და კოლეგებთან ინტერნეტთანამშრომლობის მიზნით. დღევანდელი ტრენინგის შემდეგ ალბათ მეტი ყურადღებით მოვეკიდები რეფლექსიისა და უკუკავშირის დროს გაცემული ინფორმაციის შინაარსს და შევეცდები ადეკვატურად გამოვიყენო იგი ჩემს პრაქტიკაში. საინტერესო იყო მოსწავლის როლის მორგება და მისი თვალით დანახული პროექტის თემა, აქტივობები და გადაჭრის გზები.
No comments:
Post a Comment