Saturday, October 14, 2017

დღე 9
ტრენინგის დამამთავრებელ დღეს შევაფასეთ ჩვენ მიერ შექმნილი დოკუმენტები და მოვაწყვეთ პრეზენტაციები. მუშაობა მეტად თბილ და პოზიტიურ გარემოში მიმდინარეობდა.
ზოგადად,მთლიანი კურსი ტრენინგისა  იყო საინტერესო, თავად ტრენერი კი კომპეტენტური.იგი ფასილიტატორის როლს ასრულებდა მთელი ტრენინგის განმავლობაში.
მომავალში კურსის მდიდარ ბიბლიოთეკას აუცილებლად გამოვიყენებ პროექტებით სწავლებისას.

Sunday, October 8, 2017

დღე 8
ვისწავლე  როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში, აგრეთვე, როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. ჩვენ მიერ შექმნილი საქაღალდეები ჩავაშენეთ ბლოგზე.

Saturday, October 7, 2017

დღე 7
გავეცანით და შევაფასეთ  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების ჩვენეული პრეზენტაციები, მივეცით ერთმანეთს კონსტრუქციული უკუკავშირი. აგრეთვე, გავეცანი და გავიგე დიფერენცირებული სწავლების მეთოდიკაში გავრცელებული ოთხი დონე:
  • შინაარსი—გაითვალისწინეთ, რა სჭირდებათ მოსწავლეებს, რომ ისწავლონ, ან როგორ იღებენ საჭირო ინფორმაციას.
  • პროცესი— შესთავაზეთ შინაარსის მიწოდების განსხვავებული გზები.
  • პროდუქტები—შესაძლებლობა მიეცით მოსწავლეებს, ივარჯიშონ, გამოიყენონ მიღებული ცოდნა და განავრცონ ის სხვადასხვა მიმართულებით.
  • სასწავლო გარემო—შექმენით მოქნილი სასწავლო გარემო, მშვიდი და ინტერაქტიული ადგილებით და ასწავლეთ ისეთი წესები, რომლებიც ხელს უწყობს დამოუკიდებლობას.

Sunday, October 1, 2017

დღე 6

ძალზე საინტერესო იყო მოსწავლის ნამუშევრების შეფასების  მდიდარი ბიბლიოთეკის გაცნობა, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში. ბიბლიოთეკაში არსებული რესურსების  გამოყენებით ვისწავლეთ მოსწავლის შეფასების რუბრიკის ადაპტირება ჩვენი საჭიროებისამებრ. შეხვედრა იყო ნაყოფიერი.